ყოველ დღე მაკდონალდსში პლანეტის მოსახლეობის 1 პროცენტი იკვებება. ყოველ წამს იგი 75 ჰამბურგერს ჰყიდის.
50 წლის განმავლობაში მაკდონალდსის, როგორც ბრენდის ცნობადობამ, ყველა რეკორდი მოხსნა. .
იგი იმდენად მყარად დამკვიდრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ეკონომისტებმა "ბიგმაკის ინდექსიც" (ორმაგი ჰამბურგერი) კი გამოიყვანეს. ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი, თითქმის ყველა ქვეყანაშია გახსნილი და მისი ქსელი მუდმივად იზრდება. 1970 წელს ამერიკელები მაქდონალდსში 6 მილიარდ დოლარს ხარჯავდნენ, 30 წლის შემდეგ ამ მაჩვენებელმა 110 მილიარდ დოლარს გადააჭარბა - მაკდონალდსში ადამიანები უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე უმაღლეს განათლებაზე, მუსიკაზე, წიგნებზე და კომპიუტერებზე. მაკდონალდსი დიდი ხანია გასცდა კვების ობიექტის უბრალო განსაზღვრებას. იგი გარკვეული ცხოვრების წესის მანიშნებელია, რომელიც ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის და საკუთარ კანონებს კარნახობს.
No comments:
Post a Comment