მერკური 2012 ბიზნეს დაჯილდოვება




წლის საუკეთესო კომპანიები უკვე გამოვლენილია

ქართული ბიზნესის წარმატების, ინოვაციებისა და მიღწევების წარლოსაჩენად  მეორედ გაიმართა ეროვნული ბიზნესდაჯილდოება ”მერკური 2012”. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ”კავკასუს ონლაინი”.

2012 წლის 11 მაისს ”მერკური 2012”-ის  საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ექსპო-ჯორჯიას ახალ მე-3 პავილიონში. ორგანიზატორების დაპირებისამებრ ღონისძიება იყო მეტად გამორჩეული სპეციალურად შერჩეული ეგზოტიკური კერძებითა და ცოცხალი მუსიკალური შესრულებით.  გალა საღამო დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მასზე მიწვეული 250 სტუმრისათვის. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ საჯარო და კერძო სექტორის, ბომონდისა და მასმედიის წარმომადგენლები.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავად გადასცა ჯილდო გამარჯვებულს ნომინაციაში ”წლის ბიზნესი”.  აღნიშნულ ნომინაციაში საუკეთესოს ტიტული წილად ხვდა კომპანიას შპს ”ფერი”, რომელიც სპეციალიზდება ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში და ამ ეტაპზე აშენებს 5 სადგულრს საქართველოს მაშტაბით.

წელს კომპანიების შეფასება მოხდა საერთაშორისო სტარნდარტების შესაბამისად და სწორედ ამ მიზნით საერთაშორისო ბიზნეს გამომცემლობა-”Forbes” ჩაერთო შეფასების პროცესში. 

საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, ქეთევან ბოჭორიშვილი:

”შეფასების სისტემის დახვეწის გარდა წელს სხვა სიახლეც შევთავაზეთ ბიზნეს საზოგადოებას. კომპანიების მეტად წარმოჩენის მიზნით ორგანიზატორების ინიციატივით დაჯილდოებას დაემატა ოთხი ნომინაცია: ”წლის ქართველი ინვესტორი”, ”წლის უცხოელი ინვესტორი”, ” წლის ტურისტული კომპანია” და ” წლის ინოვატორი კომპანია”. წინა წლის მსგავსად ხალხს მიეცა შესაძლებლობა ხმის მიცემის საშუალებით გამოევლინა გამარჯვებულები ნომინაციებში ” წლის მეწარმე” და ” წლის სასურველი დამსაქმებელი”. აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებულებს ჯილდო გადასცა ქალბატონმა ვერა ქობალიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრმა ისაუბრა ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების მიზანზე. მისი განცხადებით მთავარი ამოცანა იყო ახალი წარმატებული ბიზნესების გამოვლენა და მათი წახალისება. ორგანიზატორები ყველას აქტიურად მოუწოდებდნენ მიეღოთ მონაწილეობა, გამხდარიყვნენ გამორჩეულები და კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ საზოგადოებისათვის ქართული ბიზნესის მიღწევები.

No comments:

Post a Comment